"ჩემი მეუღლე მუსიკალური დიჯეია... პირველი შვილის მშობიარობას არ დავასწარი, სისხლს რომ ხედავს, ცუდად ხდება" -ციაკო ფიფია მეორე შვილი მოლოდინში: რას ჰყვება იუმორისტი ოჯახზე

იუ­მო­რის­ტი ცი­ა­კო ფი­ფია მე­ო­რე შვილს ელო­დე­ბა. ჟურ­ნალ „სარ­კეს­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში ცი­ა­კო პი­რად ამ­ბებ­ზე სა­უბ­რობს და თა­ვის ცხოვ­რე­ბა­ზე, ბავ­შვო­ბა­ზე, მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და მე­უღ­ლე­ზე

– ცი­ა­კო, ახ­ლა­ხან ძა­ლი­ან სა­სი­ხა­რუ­ლო და ემო­ცი­უ­რი ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­გორ შე­ა­ტყო­ბი­ნეთ თქვენს შვილს, სან­დროს, რომ მალე ძა­მი­კო გახ­დე­ბა. რო­გო­რი იყო თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, როცა გა­ი­გეთ, რომ ფეხ­მძი­მედ იყა­ვით?

– დედ­მა­მიშ­ვილ­ზე დიდი სიმ­დიდ­რე არ არ­სე­ბობს. დაც მყავს და ძმაც, დე­ი­დაშ­ვი­ლე­ბიც და-ძმა­სა­ვით მიყ­ვარს, რად­გან ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. ასე რომ, ხუთ­ნი ვართ, ორი ძმა და სამი და. ანა­ლო­გი­უ­რად მინ­დო­და, სან­დრო­საც ჰყო­ლო­და დედ­მა­მიშ­ვი­ლი. წყვილს ორი შვი­ლი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰყავ­დეს, მე­სა­მე შვი­ლი თუ ეყო­ლე­ბათ, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა.

შვი­ლი ეგო­ის­ტად რომ არ გა­ი­ზარ­დოს, ორი შვი­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში უნდა ჰყავ­დეს ყვე­ლა­ზე ახლო მე­გო­ბა­რი დედ­მა­მიშ­ვი­ლის სა­ხით. კარ­გია ძმა­კა­ცი, და­ქა­ლი, მაგ­რამ დედ­მა­მიშ­ვილ­ზე ძვირ­ფა­სი არა­ვი­ნაა. ეს სულ სხვა ძა­ლაა.

– რამ­დენ თვე­ში ელო­დე­ბით პა­ტა­რას?

– მე­ხუ­თე თვე­ში გა­და­ვე­დი. გოგა და სან­დრო ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. სხვა­თა შო­რის, მე­გო­ნა, გო­გო­ნა იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ შევ­ცდი. გო­გას და სან­დროს ბიჭი უნ­დო­დათ და მათი ვა­რა­უ­დი გა­მარ­თლდა. მე­სა­მე ალ­ბათ გო­გო­ნა იქ­ნე­ბა. მინ­და, რომ სამი შვი­ლი მყავ­დეს.

რაც სკო­ლა­ში წა­ვი­და, პირ­ვე­ლი კლა­სი­დან­ვე მთხოვ­და, და ან ძმა ჰყო­ლო­და, რომ სახ­ლში მას­თან ერ­თად ეთა­მა­შა. რომ გა­ი­გო, მალე ძა­მი­კო ეყო­ლე­ბა, ძა­ლი­ან გა­ი­ხა­რა. მუ­ცელ­ზე მე­ფე­რე­ბა, მკოც­ნის, მე­უბ­ნე­ბა, რომ ელო­დე­ბა მის და­ბა­დე­ბას. მეც ვე­უბ­ნე­ბი, შენ და ბე­ბომ უნდა გა­ზარ­დოთ-მეთ­ქი და თა­ნახ­მაა, ბე­ბი­ას ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­რე­ბიო.

სან­დროს თუ შე­ნიშ­ვნას ვაძ­ლევ, ხან­და­ხან მე­უბ­ნე­ბა, “მკაც­რუ­ლი” დედა ხარო. 18 სექ­ტემ­ბერს 8 წლის ხდე­ბა და ხე­ლით არას­დროს შევ­ხე­ბი­ვარ. თუ არ გა­მი­გო­ნა, ვსჯი, ანუ შე­იძ­ლე­ბა სად­მე არ წა­ვიყ­ვა­ნო. რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბი ბავ­შვო­ბი­დან­ვე უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ. მინ­და, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლიც იყოს და მშრო­მე­ლიც.

By tea