ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაშავებულებს შორის 1 წლამდე ბავშვია. დედა-შვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლობლების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

By tea