თბილისში წუხელ სამი ადამიანი, მშობლები და ბავშვი, გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა ნავთლუღის ქუჩაზე მოხდა. როგორც ცნობილია, მიზეზი სიმაღლიდან ვარდნაა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ქართველები არ არიან. მათ ბინა „არქის” კორპუსის მე-20 სართულზე ნაქირავები ჰქონდათ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მეზობლებს დაპირისპირებისა და ხმაური ესმოდათ. მოგვიანებით კი, როდესაც გარეთ გამოვიდნენ, სამი გვამი დახვდათ, რის შემდეგაც ადგილზე საპარტულო პოლიცია გამოიძახეს.
ერთ-ერთი ადგილობრივი იმასაც ამბობს, რომ ქალს მუცელსა და ხელებზე აღენიშნებოდა დანით მიყენებული ჭრილობები.
ამ ეტაპზე სუიციდის ვერსია განიხილება, თუმცა სხვა ვერსიების მიმართულებით გამოძიება დაიწყო. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.