[quads id=2]

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წუ­ხელ თბი­ლის­ში. ისან­ში, “არ­ქის” კორ­პუ­სის ეზო­ში სამი ადა­მი­ა­ნი, დედა, მამა და შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს. გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნაა.

  • არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც კორ­პუს­ში ბინა ჰქონ­დათ ნა­ქი­რა­ვე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ პირ­ვე­ლად 20-ე სარ­თუ­ლი­დან შვი­ლი გად­მო­ვარ­და, შემ­დეგ დედა და ბო­ლოს მა­მა­კა­ცი.

“02:30 სა­ათ­ზე მოხ­და, ჯერ ბავ­შვი გად­მო­ვარ­და, მერე დედა და ბო­ლოს მა­მა­კა­ცი. სა­ში­ნე­ლი ხმა იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 17-18 წლის ბიჭი იქ­ნე­ბო­და. ქი­რით იყ­ვნენ, ეს იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი კომ­პლექ­სია, თით­ქმის ყვე­ლა ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლია, ბი­ნი­დან ჯერ პარ­კი გად­მო­ვარ­და, ტან­საც­მე­ლე­ბი იდო, წა­მებ­ში ბავ­შვი გად­მოჰ­ყვა, მერე დედა და რა­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ტერ­ვალ­ში მა­მა­კა­ცი” – უყ­ვე­ბა Ambebi.ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვი.

კი­დევ ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი “რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას” ეუბ­ნე­ბა, რომ სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნი­სას არ­ცერთ მათ­განს არ უყ­ვი­რია:

“არ ვიცი, რო­დე­საც სი­მაღ­ლი­დან ვარ­დე­ბა ადა­მი­ა­ნი, ალ­ბათ ინ­სტიქ­ტუ­რად მა­ინც უნდა და­იყ­ვი­როს, მაგ­რამ სა­მი­ვე ისე გად­მო­ვარ­და, რომ ვარ­დნი­სას არ უყ­ვი­რი­ათ. მე­ზობ­ლებ­მა ისიც კი იფიქ­რეს, უკვე და­ხო­ცი­ლე­ბი ხომ არ იყ­ვნენ და ისე გად­მო­ყა­რე­სო“, – ამ­ბობს მე­ზო­ბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ცი­ამ გარ­დაც­ვლი­ლი კა­ცის ტან­საც­მელ­ში წე­რი­ლი იპო­ვა:

“გა­ვი­გეთ, რო­გორ კი­თხუ­ლობ­და ერთ-ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი წე­რილს, რო­მე­ლიც კა­ცის ჯი­ბე­ში იპო­ვეს. წე­რი­ლი რუ­სულ ენა­ზე იყო და­წე­რი­ლი. ში­ნა­არ­სი, რო­მელ­საც ყური მოვ­კა­რით, და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი იყო – ჩვენ არ ვართ მორ­წმუ­ნე­ე­ბი და რაც დაგ­ვე­მარ­თა, ჩვე­ნი ბრა­ლი­აო”.

რო­გორც შსს-ში გვი­თხრეს, ამ ეტაპ­ზე სუ­ი­ცი­დის ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა სხვა ვერ­სი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

By admin