[quads id=2]

თბილისში სამი ადამიანი – მშობლები და შვილი გარდაცვლილი იპოვეს შემ­თხვე­ვა ნავ­თლუ­ღის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. არსებული ინფორმაციით, მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნაა.

“და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე, გა­ვი­გე ძლი­ე­რი და­ცე­მის ხმა. მა­ლე­ვე ეზო გა­ივ­სო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბით. თქვეს, რომ დედ-მამა და ბავ­შვი ნა­ხეს ეზო­ში გარ­დაც­ვლი­ლი. მი­ზე­ზი სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნაა. რო­გორც თქვეს, მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის, ზედა სარ­თულ­ზე ცხოვ­რობ­დნენ” – ამბობს ად­გი­ლობ­რივ­ი.

ცნო­ბი­ლია რომ, გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ან. მათ ბინა “არ­ქის” კორ­პუ­სის მე-20 სარ­თულ­ზე ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­დათ.

“02:30 სა­ათ­ზე მოხ­და, ჯერ ბავ­შვი გად­მო­ვარ­და, მერე დედა და ბო­ლოს მა­მა­კა­ცი. სა­ში­ნე­ლი ხმა იყო. და­ახ­ლო­ე­ბით 17-18 წლის ბიჭი იქ­ნე­ბო­და. ქი­რით იყ­ვნენ, ეს იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რი კომ­პლექ­სია, თით­ქმის ყვე­ლა ბინა გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლია, ბი­ნი­დან ჯერ პარ­კი გად­მო­ვარ­და, ტან­საც­მე­ლე­ბი იდო, წა­მებ­ში ბავ­შვი გად­მოჰ­ყვა, მერე დედა და რა­ღაც უმ­ნიშ­ვნე­ლო ინ­ტერ­ვალ­ში მა­მა­კა­ცი” – უყ­ვე­ბა ambebi.ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვი.

რო­გორც შსს-ში ამბობენ, ამ ეტაპ­ზე სუ­ი­ცი­დის ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა, თუმ­ცა სხვა ვერ­სი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. ად­გილ­ზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

By admin

You missed