საავადმყოფოში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცადა.
შემთხვევა 25 სექტემბერს მოხდა. ზურაბ ბურდული ყოფილ ცოლს, 34 წლის თათია ლომინაძეს, განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა, ახალგაზრდა ქალს ბენზინი გადაასხა და ჭრილობები მიაყენა. მან დანაშაული აღიარა – ბურდულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
