2026 წლის 1-ლი იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირების ანაზღაურება 10%-ით ისევ გაიზრდება. აღნიშნულს ითვალისწინებს “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონი, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტის პროექტში უკვე ასახულია.
აღნიშნულის ფარგლებში იზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოც, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მთლიანად პარლამენტის წევრების ხელფასი.შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგო კოეფიციენტების მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე მაღალი 10 კოეფიციენტით შეფასებულია პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სარგო. ყველაზე დაბალი, 8 კოეფიციენტით კი, პარლამენტის წევრების ანაზღაურება გამოითვლება.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კოეფიციენტით გამოთვლა საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით ხდება. მაგალითად, თუ 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2025 წელთან შედარებით ხელფასები 10%-ით იზრდება, გამოდის საბაზრო ხელფასი შეადგენს 1600 ლარს…განაგრძეთ კითხვა