კახეთში, ქმარმა ცოლი მოკლა. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თელავის მუნიციპალიტეტში, საცხოვრებელ სახლში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლეს – 1972 წელს დაბადებულ თ.მ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პოლიციამ ა.დ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში.
გარდაცვლილ ქალს, თამარს ახლობლები ემშვიდობებიან.
,,მინდა საბოლოო პატივი მივაგო შენს ხსოვნას თამრი ძალიან კარგო მეზობელო და მეგობარო. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი სადაც მართალნი განისვენებენ🙏 მაშინ მოგისპო სიცოცხე არაადამიანმა როდესაც მოხვედი ცხოვრების ხასიათზე. მსუბუქი ყოფილიყოს მძიმე მიწა შენთვის ჩვენო საყვარელო გოგოვ (გიჟქალავ). მშვიდობით თამრო”,-წერს ახლობელი.