[quads id=2]

„ეტალონის“ პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს ზღვის სკუტერი დაეჯახა.

„5 წუთში ოპერაციაზე შემიყვანენ … სამწუხაროდ ბათუმის ზღვაზე მომხდარმა ინციდენტმა გართულებების გარეშე არ ჩაიარა და ეს ოპერაციაც გადაუდებლად საჭირო გახდა … თუმცა, ფიზიკურ ტკივილზე მეტად ის მორალური ტკივილი მაწუხებს რომელიც არათანამოაზრეულმა გადაწყვეტილებამ (რომელიც ზღვის სკუტერის დაჯახებას არ ეხება) და მისი მოწოდების არაადამიანურმა ფორმამ მომაყენა … ამაზე, დაწვრილებით სხვა დროს …

P.S. მაგარი ექიმები მადგანან თავზე და მეხუმრებიან კიდეც, – შენთვის ზეციური საქართველოს კარი ჯერჯერობით დაკეტილია და გადარჩებიო … ამიტომაც, ვინარჩუნებ: სიმშვიდეს, რწმენას და ღირსებას !!! სანთელ საკმეველი თავის გზას არასდროს კარგავს !!!

P.P.S. რამდენიმე დღით კავშირზე არ ვიქნები …

ბედნიერება თქვენ ოჯახებს !!!

… და ბოლოს იმედია, სწორედ ვამბობ – შეხვედრამდე !!!“, – წერს გოჩა ტყეშელაშვილი „ფეისბუქზე“

By tea