[quads id=2]

ქარელის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი ხელის ტრაქტორს ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 26 წლის ბიჭია.

„26 წლის ბიჭი დაიღუპა ტახხიტიძირში. დასთან იყო სტუმრად ჩამოსული, ეხმარებოდა. სამწუხაროდ, ხელის ტრაქტორმა ჩაითრია, ზედ გადაუარა და ადგილზევე დაიღუპა”, – თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შემთხვევაში ტახტიძირში – ორშაბათს, ბრეთში კი გუშინ მოხდა.

„ბრეთშიც ახალგაზრდა მამაკაცია დაღუპული. ტრაქტორი გადაყირავდა და ზედ დაეცა”, – აღნიშნულია “მოზაიკას” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: მოზაიკა

By admin