ქარელის მუნიციპალიტეტში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი ხელის ტრაქტორის მართვისას გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და დაიღუპა.
- შემთხვევა სოფელ ბრეთში მოხდა. ნუგზარ მინდიაშვილი სოფლის განაპირას გარდაცვლილი თანასოფლელებმა ნახეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ადგილობრივებმა განუცხადეს, არსებობს ვარაუდი, რომ მამაკაცი ტრაქტორით მოძრაობისას შეუძლოდ გახდა, რის გამოც ტრაქტორის მართვა ვეღარ შეძლო და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.