[quads id=2]

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა 2025 წლის შემოდგომის სამხედრო გაწვევის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახურში კიდევ 135 000 რუს მოქალაქეს გაიწვევენ.

აღნიშნული პროცესი 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ცნობილია, რომ გაწვევა 18-დან 30 წლამდე ასაკის მოქალაქეებს შეეხებათ.

ვლადიმირ ციმლიანსკიმ, რუსეთის მთავარი საორგანიზაციო და მობილიზაციის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილემ, განაცხადა, რომ გაწვეულები მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე იმსახურებენ და მონაწილეობას არ მიიღებენ უკრაინაში მიმდინარე ომში.

By admin