[quads id=2]

მა­სობ­რი­ვად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის – ოზემ­პი­კი­სა და ვე­გო­ვის მწარ­მო­ებ­ლის, “ნოვო ნორ­დის­კის” წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა. მომ­ხმა­რებ­ლებ­ში კომ­პა­ნი­ის მი­მართ მზარ­დი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მას შემ­დეგ გაჩ­ნდა, ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა კვლე­ვამ მე­დი­კა­მენ­ტებ­სა და მხედ­ვე­ლო­ბის და­კარ­გვის უე­ცარ, შე­უქ­ცე­ვად ფორ­მას შო­რის კავ­ში­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა.

და­ა­ვა­დე­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია, რო­გორც არა­არ­ტე­რი­უ­ლი წინა იშე­მი­უ­რი ოპ­ტი­კუ­რი ნე­ი­რო­პა­თია (NAION), რო­გორც ამ­ბო­ბენ, “ოზემ­პი­კის” ათა­სო­ბით მომ­ხმა­რე­ბელს და­უდ­გინ­და, სა­სა­მარ­თლო და­ვის ხარ­ჯე­ბი კი უკვე მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლარს შე­ად­გენს.

სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის არსი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ “ნოვო ნორ­დისკმა” მომ­ხმა­რებ­ლე­ბი პრე­პა­რა­ტის მხედ­ვე­ლო­ბის პო­ტენ­ცი­უ­რად და­კარ­გვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ არ გა­აფრ­თხი­ლა.

“ამე­რი­კის ოფ­თალ­მო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცია ვა­რა­უ­დობს რომ ოზემ­პიკ­მა და სხვა GLP-1 პრე­პა­რა­ტებ­მა შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე გზით გა­მო­იწ­ვი­ონ მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა ან სიბრმა­ვე… ოზემ­პიკ­თან და სხვა სე­მაგ­ლუ­ტი­დებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა დი­ა­ბე­ტუ­რი რე­ტი­ნო­პა­თი­აა. მხედ­ვე­ლო­ბის სხვა, უფრო უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი კი სიბრმა­ვის გა­მომ­წვე­ვი ხდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ერთ თვალ­ში. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, მომ­დევ­ნო კვლე­ვე­ბი ოზემ­პიკ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მხედ­ვე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ, დიდ როლს ითა­მა­შებს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე”, – გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა რო­ბერტ კინგ ლოუმ.

ცნო­ბის­თვის:

სე­მაგ­ლუ­ტი­დი (სა­ვაჭ­რო სა­ხელ­წო­დე­ბა – ოზემ­პი­კი, ვე­გო­ვი) აშშ-ის სურ­სა­თი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ა­გენ­ტომ (FDA) ჯერ კი­დევ 2017 წელს და­ამ­ტკი­ცა რო­გორც შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის სამ­კურ­ნა­ლო სა­ი­ნექ­ციო მე­დი­კა­მენ­ტი,რო­მე­ლიც ფი­ზი­კურ აქ­ტი­ვო­ბა­სა და კვე­ბის სწორ რე­ჟიმ­თან ერ­თად სის­ხლში შაქ­რის დო­ნეს არე­გუ­ლი­რებს. ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სე­მაგ­ლუ­ტი­დის (ვე­გო­ვი) გან­სა­ზღვრუ­ლი

დო­ზის მი­ღე­ბი­სას ით­რგუ­ნე­ბა მადა და აღი­ნიშ­ნე­ბა და­მა­ტე­ბი­თი ეფექ­ტი წო­ნის კლე­ბის კუ­თხით. ამის გამო FDA-მ ვე­გო­ვი ქრო­ნი­კუ­ლი ჭარ­ბი წო­ნის სამ­კურ­ნა­ლო მე­დი­კა­მენ­ტად და­ამ­ტკი­ცა ჭარ­ბწო­ნი­ა­ნი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერთი და­ა­ვა­დე­ბა მა­ინც აქვთ (მა­გა­ლი­თად, მა­ღა­ლი არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტი ან ქო­ლეს­ტე­რი­ნის მო­მა­ტე­ბა). შე­სა­ბა­მი­სად, მე­დი­კა­მენ­ტი სწრა­ფად იქცა მას­შტა­ბუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბად სა­შუ­ა­ლე­ბად სწო­რედ სიმ­სუქ­ნეს­თან ბრძო­ლის­თვის, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც.

სე­მაგ­ლუ­ტი­დის ყვე­ლა­ზე ხში­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბია გუ­ლის­რე­ვა, ღე­ბი­ნე­ბა, ფა­ღა­რა­თი და შეკ­რუ­ლო­ბა, სხვა­დას­ხვა ინ­ტენ­სი­ვო­ბის მუც­ლი­სა და თა­ვის ტკი­ვი­ლი. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად ვი­თარ­დე­ბა პანკრე­ა­ტი­ტი (კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის ან­თე­ბა), რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვეს, მათ შო­რის – პოსტპანკრე­ა­ტი­ტუ­ლი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი. აღ­წე­რი­ლია სე­მაგ­ლუ­ტი­დის მი­ღე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ნაღ­ვლის ბუშ­

ტის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით – კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­თან, თირკმლის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბა და მწვა­ვე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია. ვირ­თხებ­თან სე­მაგ­ლუ­ტი­დის გა­მო­ყე­ნე­ბამ ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე გა­მო­იწ­ვია, ამი­ტომ ამ მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბა იკ­რძა­ლე­ბა ანამ­ნეზ­ში ან ახლო ნა­თე­სა­ვებ­თან (მშობ­ლე­ბი, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი) ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის მე­დუ­ლა­რუ­ლი კარ­ცი­ნო­მის არ­სე­ბო­ბი­სას. ახლა ამ ჩა­მო­ნათ­ვალს ემა­ტე­ბა არა­არ­ტე­რი­უ­ლი წინა იშე­მი­უ­რი მხედ­ვე­ლო­ბის ნერ­ვის ნე­ი­რო­პა­თია ( NAION)

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ პრე­პა­რა­ტე­ბი ეფექ­ტი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა მე-2 ტი­პის დი­ა­ბე­ტის მარ­თვი­სა და წო­ნის დაკ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნალ JAMA Ophthalmology-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა NAION-ის გაზ­რდი­ლი რის­კი იმ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც იღებ­დნენ სე­მაგ­ლუ­ტიდს, Ozempic-ის, Wegovy-ის და Rybelsus-ის აქ­ტი­ურ ინ­გრე­დი­ენტს.

By tea