[quads id=2]

ბოლო წლებში, ღორის ხორცი დიდწილად ხასიათდება, როგორც არაჯანსაღი ხორცი და ფიქრობენ, რომ ეს არის საფუძველი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის წარმოქმნისა. როგორც აღმოჩნდა, ღორის ხორცი კიდევ უფრო სასარგებლოა, ვიდრე დიეტოლოგებისგან რეკომენდირებული კვების ალტერნატივა: ფრინველისა და საქონლის ხორცი.

ღორის ხორცის გამოყენება სასურველია ადრეული ასაკიდან. ღორის ქონი არის ნაკლებად გაჯერებული ცუდი ქოლესტერინით და უფრო სასარგებლო, ვიდრე საქონლის ხორცი.

ღორი არ “იცოხნება”, შესაბამისად იგი არ გადაამუშავებს საკვებს ხელმეორედ და ამიტომ ღორის სხვა მახასიათებლები უფრო თავსებადია ადამიანის ჯანმრთელობასთან ვიდრე საქონლისა.

“თუ ღორი იზრდება ღია ცის კვეშ – ამ შემთხვევაში მის ხორცში დიდი რაოდენობით ომეგა 3 იქნება” – ამბობს დიეტოლოგი.

როგორც ამბობენ მრავალი ტესტი ჩატარდა დიეტოლოგებთან ერთად და დადგინდა, რომ ღორის ხორცი სრულიად შესაფერისია საკვებად.

“თქვენ შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ დაინახოთ, რომ ღორის ქონი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, ისევე, როგორც ზეითუნის ზეთი. გაიფიქრეთ, როდესაც ტემპერატურა თბილია – ღორის ქონი ხდება თხევადი”.

სალის გემო იმდენად სასიამოვნოა, რომ მისი საკვებად გამოყენება სასურველია, ხოლო ცხვრისა და საქონლის ცხიმი იმდენად უსარგებლოა, რომ მისი გამოყენება თითქმის არავის არ სურს. არავის შეუძლია ერთი ნაჭერი ძროხის ქონის მირთმევა, შესაბამისად მისი ღორის ქონთან შედარებაც კი ზედმეტია.” – ამბობს დიეტოლოგი.

By admin