[quads id=2]

🔻 დააკავეს კაცი, რომელმაც კასპში ცოლს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა | ინფორმაციას შსს ავრცელებს და წერს, რომ მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

💬 “შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა. მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი პირი სამედიცინო კლინიკაშია მოთავსებული.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ბ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მიმდინარეობს” | წერია განცხადებაში

🔻ქალი, რომლის მკვლელობაც ყოფილმა ქმარმა სცადა, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რეანიმაციაში რჩება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. “მთავარის” ინფორმაციით, ის კასპის მერიის ერთ-ერთი აიპის თანამშრომელია.

By admin