ირაკლი ღარიბაშვილი თბილისშია, თუმცა სავარაუდოდ სახლიდან არ გამოდის. მოსეშვილის ქუჩაზე ექს პრემიერის სახლთან მისულ “პირველებს” ადგილზე სახელმწიფო დაცვის სამსახური დახვდა. სწორედ მათ გვითხრეს, რომ ღარიბაშვილი საქართველოში იმყოფება.
დღეს ირაკლი კობახიძეს “პირველებმა” ჰკითხა, იცის თუ არა, სად არის ყოფილი პრემიერი და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე. კობახიძე ირწმუნებოდა, რომ არ იცის, ასევე თქვა, რომ არც ის იცის, რითია დასაქმებული და რითი ირჩენს თავს ირაკლი ღარიბაშვილი.
წყარო: tvpirveli.ge