დღეს რჩევების რედაქცია გასწავლით ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალზედ სასარგებლო სასმელის მომზადებას, რომელიც გვეხმარება ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. წონის დაკლების პარალელურად ეს საშუალება, რომლის მთავარ კომპონენტსაც დარიჩინი წარმოადგენს, დაგეხმარებათ ორგანიზმის ტოქსინებისგან და წიდებისგან გაწმენდაში.
არავისთვის წარმოადგენს სიახლეს ის ფაქტი, რომ დარიჩინი უამრავ სასარგებლო თვისებას ფლობს. ეს სანელებელი თავიდან გვარიდებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებს, ჯერადად ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და ინფარქტის განვითარების რისკს.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ.კ დარიჩინის ფხვნილი;
- 1 ჭიქა მდუღარე წყალი;
- 1 ჩ.კ თაფლი;
- ლიმონის 1 პატარა ნაჭერი;
მომზადება:
- დაასხით დარიჩინს მდუღარე წყალი და გააჩერეთ 20 წუთით.
- ჩაამატეთ მასში 1 ჩ.კ თაფლი და ლიმონის პატარა ნაჭერი.
- მოათავსეთ მიღებული საშუალება მაცივარში 30 წუთით.
მიღებული საშუალება მიირთვით დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. გახდომის ეს კურსი უნდა გაგრძელდეს 14 დღეს. მაქსიმალური ეფექტის მისაღებად გადადით ცილოვან კვებაზე და გამორიცხეთ საკუთარი კვების რაციონიდან ნახშირწყლებით გამდიდრებული პროდუქტები. უკვე 2 კვირის შემდეგ მიღებული შედეგით ნასიამოვნები დარჩებით! ამ კურსის გავლის შემდეგ აუცილებელია 4 თვიანი შესვენების გაკეთება.