წუხელ, თბილისში, ლოტკინის დასახლებაში სავარაუდოდ გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. ინფორმაციასა და ფოტოებს სოციალურ ქსელში მოქალაქეები ავრცელებენ:
“სასწაულებრივაფ გადავრჩით. ვერ გიპასუხეთ ბოდიში. კარგად ვართ მადლობა ღმერთს. ეს არის შედეგი უპასუხისმგებლობის, უნიათობის, აღარ ვიცი რა დავარქვა ადამიანების ასეთ გაწირვას და ფეხებზე დაკიდებას.
წუხელ ჩვენს წინ შენობა აფეთქდა, 19 წლის გოგო დაიევა, გადარჩა საბრდნიეროდ. ამის შემდეგ ისევ გაზის სუნი რო იყო სამაშველოს ვუთხარი სუნია გაზის და გადაამოწმეთ ყველაფერითქო, იქედნურად ზურგი მაქცია და 114 იყო, გადაკეტა და საფრთხე აღმოფხვრილიაო. ეს სუნი გაიფანტა უბრალოდო. რის შემდეგაც იყო უდიდესი წნევით აფეთწება და ნგრევა” | წერს ლაშა შეროზია სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
საგანგებო სიტუაციების სამსახურმა “მთავარს” დაუდასტურა, რომ მომხდარის შედეგად 1 ადამიანია დაშავებული.