რუსეთი მზადაა უპასუხოს ნებისმიერ არსებულ ან მომავალ საფრთხეს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო და ამაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს, რომ რუსეთს შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ არსებულ ან ახალ წარმოქმნილ საფრთხეს“,- აღნიშნა რუსეთის ლიდერმა.
ამავდროულად, “რუსეთი მზადაა, სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით გაწერილი რაოდენობრივი შეზღუდვები ამ შეთანხმების ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ ერთი წელი შეინარჩუნოს, თუ იმავე ნაბიჯებს ამერიკის შეერთებული შტატებიც გადადგამს. ამიტომ რუსეთი მზადაა, 2026 წლის 5 თებერვლის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში შეინარჩუნოს ცენტრალური რაოდენობრივი შეზღუდვები, რომლებიც გაწერილია სტრატეგიული შეიარაღების შეზღუდვის შესახებ შეთანხმებით“, – აღნიშნა პუტინმა.