[quads id=2]

Bytea

Sep 21, 2025

“გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…

 

ნიკა გვარამიამ ესპანელი პოეტის ლექსი მიუძღვნა თეა წულუკიანს, რომელიც ამჟამად 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს.

 

“გადასარევია, ასეთი ზუსტი პორტრეტი იშვიათია. ლუპიტა კი არა, ჯალათეა უნდა ერქვას, ოღონდ…

 

 

ყასბის ქალიშვილი

 

სოფელში ცხოვრობს ლუპიტა,

 

ყასაბი ჰყავდა მამა.

 

მამის ხელობა ესწავლა,

 

სულ ოცნებობდა ამას.

 

მოსწონდა, როცა საკლავი

 

ასხმარტალებდა ფეხებს;

 

მოსწონდა, როცა ხედავდა

 

რიდით მომზირალ გლეხებს.

 

მოსწონდა, სისხლის მდინარე

 

რომ ჩაჰყვებოდა ღელეს;

 

მოსწონდა, როცა ხედავდა

 

მამის სისხლიან ხელებს.

 

მაგრამ ვერ გახდა ყასაბი,

 

ტანად მორჩილი, ჩია.

 

ვერ ერეოდა ნაჯახს და

 

ვერ მოკლა გულის ჭია.

 

ჰოდა, იფიქრა – ყასბობის

 

თუკი არ შემწევს ძალა,

 

სხვაგვარად დავაზიანებ –

 

ენას ვიხმარებ ხმალად…

 

სოფელში ახლა ლუპიტას

 

სუყველა იცნობს, როგორც

 

ბოროტი ენის პატრონს და

 

ყასბის მემკვიდრე გოგოს.

 

ცდილობს, სუყველა დაგესლოს

 

სოფლის მიღმა თუ მოღმა…

 

სამოციოდე კილოა

 

და სამოცივე – ბოღმა.

 

ანონიმი ესპანელი ავტორი”-წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

By tea