თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამის – „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპს. ონლაინ რეგისტრაცია 17 სექტემბრიდან დაიწყო და 1-ელ ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე 17 სექტემბერს განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება 80 სპეციალობაში განხორციელდება.