[quads id=2]

tv პირველის” ინფორმაციით, თბილისის 116-ე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა – მოზარდებს და პედაგოგებს შენობა დაატოვებინეს.

სკოლის შენობაში ადმინისტრაციის წარმომადგენლების და მშობლების შეხვედრა მიმდინარეობს.

მანამდე კი მშობლებს უთხრეს, რომ 116-ე სკოლიდან ბავშვები სხვადასხვა მიმდებარე სკოლებში გადანაწილდებიან, ივლიან ავტობუსებით და ასე მოახერხებენ მოსწავლეები სწავლის გაგრძელებას.

სკოლის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ მიზეზი სამხარაულის დასკვნაა, რომლის მიხედვითაც, შენობა ავარიულია და დემონტაჟს ექვემდებარება.

By tea