[quads id=2]

არას­რულ­წლო­ვან­ზე ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნი – ძა­ლა­დო­ბას არ ვემ­ხრო­ბი, უბ­რა­ლოდ ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი – , მერე გა­ვი­გე, მე ვარ თავ­მოყ­ვა­რე ქალი და დედა

მე ვარ თავ­მოყ­ვა­რე ქალი და ვარ მშო­ბე­ლი, დედა, მეტს ამ ეტაპ­ზე არა­ფერს არ ვი­ტყვი, – ამის შე­სა­ხებ არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ­მა მკლავ­ჭი­დელ­მა ქალ­მა, ხა­ტია ვიბ­ლი­ან­მა მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

ის მომ­ხდა­რის დე­ტა­ლებ­ზე არ სა­უბ­რობს, თუმ­ცა, აცხა­დებს, რომ პირი, ვის მი­მარ­თაც მას ძა­ლა­დო­ბას ედა­ვე­ბი­ან, არ იცო­და, არას­რულ­წლო­ვა­ნი რომ იყო.

“რა თქმა უნდა, არ ვი­ცო­დი. როცა ჩემი ბუ­ლინ­გი წა­ვი­და, მერე გა­ვი­გე… მე გიჟი არ ვარ… მე ვარ თავ­მოყ­ვა­რე ქალი და ვარ მშო­ბე­ლი, დედა, მეტს არ ვი­ტყვი არა­ფერს ამ ეტაპ­ზე. გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ, აუ­ცი­ლებ­ლად ვი­სა­უბ­რებ ამა­ზე”,- გა­ნა­ცხა­და ვიბ­ლი­ან­მა.

კი­თხვა­ზე, სრულ­წლო­ვა­ნი რომ ყო­ფი­ლი­ყო, ძა­ლა­დო­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლია თუ არა, მან უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი გას­ცა.

“ძა­ლა­დო­ბას არ ვემ­ხრო­ბი, უბ­რა­ლოდ, ყვე­ლამ უნდა ვი­ცო­დეთ მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი.

ამას [ძა­ლა­დო­ბას] ვა­ღი­ა­რებ, მაგ­რამ ჩემს ად­გი­ლას თავ­მოყ­ვა­რე მშო­ბე­ლი რა­ღა­ცას გა­ა­კე­თებ­და, როცა თავს ეს­ხმი­ან”,- გა­ნა­ცხა­და ვიბ­ლი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ ფაქტს, აქვს თუ არა და­კა­ვე­ბის მო­ლო­დი­ნი, რო­გორც ის აცხა­დე­ბა, “ყვე­ლაფ­რის სა­მარ­თლი­ა­ნად ჩავ­ლის იმე­დი აქვს”.

ხა­ტია ვიბ­ლი­ა­ნის მი­მართ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე წუთ­ში უნდა იმ­სჯე­ლონ.

დაც­ვის მხა­რე ვიბ­ლი­ა­ნის მი­მართ 5 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ი­თხოვს. ამ დრო­ის­თვის პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა უც­ნო­ბია.

ცნო­ბის­თვის, ხა­ტია ვიბ­ლი­ანს პრო­კუ­რა­ტუ­რამ წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლო­ვა­ნის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნა ბრალ­დე­ბა.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 11 სექ­ტემ­ბერს, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში ბრალ­დე­ბულ­მა ვიბ­ლი­ან­მა ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა არას­რულ­წლო­ვანს, შემ­დეგ კი მა­ღა­ზი­ის მიმ­დე­ბა­რედ გა­აგ­რძე­ლა მას­ზე ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა.

By tea