ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედიაში მოხდა. აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს  დაეჯახა. როგორც “სამტრედიის ამბები” თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება,  ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

„საშინელი ხმა ჰქონდა, აფეთქება გვეგონა. სამწუხაროდ, ქალი ადგილზე დაიღუპა”,- აცხადებს წყარო გამოცემასთან.

ბოლო 2 დღეში ეს ავარიის შედეგად დაღუპული მეოთხე ადამიანია. ერთი მათგანი კახეთში დაიღუპა, ერთი – ქუთაისში, ერთი – ქედაში, ერთიც  სამტრედიაში.

წყარო: ​resonancedaily.com

By tea