უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლი, 23 წლის ირი­ნა ზა­რუც­კა­ია აშშ-ში, მეტ­რო­ში მგზავ­რო­ბი­სას სას­ტი­კად მოკ­ლეს.

გო­გო­ნა მგზავ­რობ­და, რო­დე­საც მის უკან მჯდომ­მა მა­მა­კაც­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ბას­რი სა­გა­ნი ამო­ი­ღო და ყე­ლის არე­ში დაჭ­რა. შემ­თხვე­ვა გა­სულ თვეს, ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნის ქა­ლაქ შარ­ლოტ­ში მოხ­და.

სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი, სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა.

მკვლე­ლი 34 წლის დე­კარ­ლოს ბრა­უნ უმ­ცრო­სია. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა ის მა­ნამ­დე 14-ჯერ იყო ნა­სა­მარ­თლე­ვი სხვა­დას­ხვა ძა­ლა­დობ­რივ და­ნა­შა­უ­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. თუმ­ცა, სა­პა­ტიმ­როს გი­რავ­ნო­ბის გა­დახ­დის შემ­დეგ ტო­ვებ­და.

ასე­ვე ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ბრა­უ­ნი ში­ზოფ­რე­ნი­ით იტან­ჯე­ბო­და.

  • მოკ­ლუ­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­მარ­თალს ითხო­ვენ.

„სი­ტყვე­ბით ვერ გად­მოვ­ცემთ იმას, რაც ჩვენს გუ­ლებ­ში ხდე­ბა. ირი­ნა აშშ-ში ომს გა­ექ­ცა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ძი­ებ­ლად ჩა­ვი­და. ამის ნაც­ვლად, მას სი­ცო­ცხლე ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი გზით წა­არ­თვეს.

არ­ცერთ ოჯახს არ უნდა მო­უ­წი­ოს ამის გავ­ლა,“ – ნათ­ქვა­მია ოჯა­ხის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • სა­ზა­რელ შემ­თხვე­ვას გა­მო­ეხ­მა­უ­რა აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პიც. მისი თქმით, კრი­მი­ნა­ლის ზრდა­ში დამ­ნა­შა­ვე დე­მოკ­რა­ტე­ბის ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მე­ბი იყო.

„მე ვნა­ხე სა­ში­ნე­ლი ვი­დეო ლა­მა­ზი ახალ­გაზ­რდა უკ­რა­ი­ნე­ლი ლტოლ­ვი­ლი­სა, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ში­ნე­ლი ომის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად ჩა­ვი­და. ის ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას შტა­ტის შარ­ლო­ტის მეტ­რო­თი მგზავ­რობ­და, რო­დე­საც ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი შეშ­ლი­ლი სას­ტი­კად და­ეს­ხა თავს.

დამ­ნა­შა­ვე ცნო­ბი­ლი კრი­მი­ნა­ლი იყო, რო­მე­ლიც იან­ვარ­ში სულ 14-ჯერ და­ა­კა­ვეს და უნაღ­დო გი­რა­ო­თი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რას ჯან­და­ბას აკე­თებ­და ის მა­ტა­რე­ბელ­ში და რა­ტომ და­დი­ო­და ქუ­ჩებ­ში? ასე­თი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი უნდა და­ა­პა­ტიმ­რონ.

ამ უდა­ნა­შა­უ­ლო ქა­ლის სის­ხლი წვე­თავს მკვლე­ლის და­ნი­დან და ახლა ამ სის­ხლით დე­მოკ­რა­ტე­ბის ხე­ლე­ბია ამო­თხვრი­ლი, რომ­ლე­ბიც უარს ამ­ბო­ბენ ცუდი ადა­მი­ა­ნე­ბის ცი­ხე­ში ჩას­მა­ზე. ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას, რო­გორც ყვე­ლა შტატს, სჭირ­დე­ბა კა­ნო­ნი და წეს­რი­გი და მხო­ლოდ რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მიერ იქ­ნე­ბა ეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი!

სად არის მე­ინ­სტრი­მუ­ლი მე­დი­ის აღ­შფო­თე­ბა ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო?“, – წერს პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი.

წყა­რო

By admin