ახალციხეში, საბარგო სადგურის ტერიტორიაზე, 13 წლის ქვეითად მოსიარულე ბიჭს მანქანა დაეჯახა. დაშავებული კლინიკა “იმედში” გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ პაციენტს გამოკვლევები უტარდება.

“საყურადღებო მდგომაროება აქვს, აღენიშნება პოლიტრამვა, უტარდება გამოკვლევები”, – აცხადებს “სამხრეთის კარიბჭესთან” სამედიცინო დაწესებულების კლინიკური მენეჯერი, მზია კაკოშვილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ–ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

By tea