რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დაძაბული და წინააღმდეგობრივი დღეა. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ „გარედან გავლენა“ შეიძლება ბიზნესზე ან პირად ცხოვრებაზე უარყოფითად აისახოს. ბიზნესოპერაციებში და კომერციულ გარიგებებში წარმატების და მოგების იმედი ნუ გექნებათ. ამ დღის უარყოფით ტენდენციებს მხოლოდ თქვენი სამართლიანობა და კეთილშობილება შეამცირებს. სიზმარი მეორე დღეს ახდება.
კურო
მძიმე და საშიში დღეა, რომელიც უმჯობესია, სახლში გაატაროთ. მოსალოდნელია უარყოფითი გავლენა გარედან ან უსიამოვნო სიახლე. ეს დღე მაგიის, ეჭვისა და გაურკვევლობის ნიშნით ჩაივლის. სასარგებლოა სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ცეცხლის სიახლოვეს ყოფნა. მოკრძალება და მაღალი მორალური სტანდარტები ამ დღის უარყოფითი ტენდენციების შემცირებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ბიზნესისა და კომერციის სფეროში დასაქმებული ტყუპებისთვის. თუ ამ დღეს აპირებთ გარიგების დადებას ან რაიმეს შეძენას გეგმავთ, ნუ დააყოვნებთ – იღბალი თქვენს მხარესაა. ეცადეთ, აქტიურად ეძებოთ შემოსავლის წყაროები, მაგრამ თავიდან აიცილეთ საეჭვო შემოთავაზება.
კირჩხიბი
ახალი, საინტერესო შემოთავაზება გელით, მაგრამ ფულის დაბანდება არ უნდა იჩქაროთ. სავარაუდოდ, ბავშვები თქვენგან მეტ ყურადღებას და ჩართულობას ელიან. გამოიჩინეთ სიბრძნე და გამძლეობა. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, გადაწყვიტოთ ოჯახური პრობლემა.
ლომი
ვარსკვლავები ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების შესახებ გაფრთხილებენ, რაც დაკავშირებულია არაკეთილმოსურნე ადამიანების აგრესიასთან. ერიდეთ ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ ან არ ენდობით. პირად ცხოვრებაში წარმატება საეჭვოა – ამჯერადაც ვერ გაგიგებენ.
ქალწული
დაძაბული დღეა. ბიზნესოპერაციებზე თავი შეიკავეთ. კომერციული გარიგებები მოგებას არ მოგიტანთ, თუმცა საინტერესო შეთავაზებაზე, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და სამთავრობო უწყებებთან კონტაქტისთვის. ადამიანებთან საერთო ენის გამონახვის ნიჭი, ოპტიმიზმი და შემოქმედებითი უნარები ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან საღამო, სავარაუდოდ, რთული იქნება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სირთულეები – პარტნიორი თქვენი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩება.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა დასვენებისთვის, შეხვედრებისა და მყუდრო ოჯახური არდადეგებისთვის. შეეცადეთ, იპოვოთ ძალა, რომ დროებით, საქმეებს ჩამოსცილდეთ და დაისვენოთ. თქვენი ოპტიმიზმით და გამჭრიახობით საყვარელ ადამიანებს გააოცებთ. თუ დაოჯახებული ხართ, შვილები თავიანთი წარმატებებით გაგახარებენ.
მშვილდოსანი
თუ ამ დღეს გარიგების დადებას ან რაიმეს შეძენას გეგმავთ, იმოქმედეთ – იღბალი თქვენს მხარესაა. ბედი გაფრთხილებას გიგზავნით, ამიტომ თვალი ადევნეთ პლანეტების მინიშნებებს და ეცადეთ, სწორად აღიქვათ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უმცირესი პრობლემის შემთხვევაშიც კი გირჩევთ, ექიმს დროულად მიმართოთ.
თხის რქა
კომერციული ოპერაციაში მიღებული მოგება თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს. მოსალოდნელია გაუმართლებელი ხარჯები ან ფინანსური ზარალი, ამიტომ გირჩევთ, ოჯახურ ბიუჯეტს გაუფრთხილდეთ.
მერწყული
ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და ახალი ადგილების მონახულებისთვის. ეცადეთ, ნაცნობი პრობლემების ახალი და ორიგინალური მოგვარების გზა მონახოთ, რაც შესანიშნავ შედეგებს მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარი შეიძლება რთული იყოს, ამიტომ ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დილით დაასრულოთ.
თევზები
ეს დღე რომანტიკული თავგადასავლისთვის განგაწყობთ. თუ საკუთარ თავში მონახავთ ძალას და ყველა საქმეს ჩამოცილდებით, დაუვიწყარი შეხვედრა გელით. ახალ მეგობრებთან ურთიერთობა თქვენს შინაგან სამყაროს მნიშვნელოვნად გაამდიდრებს და შემოქმედებითი გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.